რა არის Sign (SIGN)?
მთავარი
სტატიები
რა არის Sign (SIGN)?

რა არის Sign (SIGN)?

განახლებული Apr 28, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Sign მომხმარებელს აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინზე ციფრული დამოწმებების შექმნისა და ვერიფიკაციის შესაძლებლობას. 

  • შიფრაციის მეთოდების და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების გამოყენებით, ის უზრუნველყოფს სხვადასხვა ქსელში არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების, მფლობელობის მტკიცებულების ან ხელშეკრულებების დაცულობას და მათი მარტივად ვერიფიკაციის შესაძლებლობას.

  • მომხმარებელს შეუძლია დაადასტუროს მფლობელობა, ვინაობა ან უფლებამოსილება პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.

  • TokenTable პროექტებს სთავაზობს ტოკენის განაწილებების, მაგალითად airdrop-ების, ვესტინგის გრაფიკების ან ტოკენების განბლოკვის პროცესების მართვის სხვადასხვა ვარიანტს.

sign cta

შესავალი

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, საკუთარი ვინაობის დამტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. Sign პროექტი შეიქმნა მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის საიდენტიფიკაციო მონაცემების ვერიფიკაციის და უსაფრთხოდ გაზიარების გამარტივების მიზნით, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით. ის ასევე პროექტებს სთავაზობს ტოკენების განაწილების უფრო ჭკვიანურ და მოქნილ მეთოდს.

რა არის Sign პროექტი?

Sign პროექტის მიზანია იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც დაკავშირებულია ციფრულ სამყაროში უსაფრთხო და ვერიფიცირებადი საიდენტიფიკაციო მონაცემების შექმნის და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროებასთან. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის, სმარტ კონტრაქტების და კონფიდენციალურობის დაცვის ზომების გაერთიანებით, Sign გვთავაზობს დეცენტრალიზებულ მიდგომას სხვადასხვა ბლოკჩეინ-ქსელებზე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების, მფლობელობის მტკიცებულებების და ხელშეკრულებების ვერიფიკაციისთვის.

როგორ მუშაობს Sign?

Sign ეკოსისტემა შედგება ოთხი ძირითადი პროდუქტისგან:

  • Sign პროტოკოლი: უზრუნველყოფს დამოწმებების შექმნას და ვერიფიკაციას სხვადასხვა ბლოკჩეინზე.

  • TokenTable: ტოკენების განაწილების პლატფორმა, რომელიც იყენებს სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა airdrop-ები, ვესტინგი და განბლოკვის გრაფიკები.

  • EthSign: დეცენტრალიზებული აპლიკაცია (DApp), რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინზე ციფრული ხელშეკრულებების გაფორმებისთვის.

  • SignPass: ბლოკჩეინზე საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციის და ვერიფიკაციის სისტემა. ის მომხმარებელს ეხმარება ინტერნეტში საკუთარი ვინაობის დადასტურებაში.

Sign პროტოკოლი

Sign პროტოკოლი შეიძლება ციფრულ ნოტარიუსს შევადაროთ. ის მომხმარებელს აძლევს სხვადასხვა საკითხებთან, მაგალითად საიდენტიფიკაციო მონაცემებთან, მფლობელობის მტკიცებულებასთან ან ხელშეკრულებებთან დაკავშირებული განაცხადების წარდგენის და ვერიფიკაციის შესაძლებლობას. მას შეუძლია მრავალ ბლოკჩეინზე მუშაობა და მასში ინტეგრირებულია კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციები, რომელთათვისაც გამოიყენება შიფრაციის სისტემა და ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებები. ქვემოთ მოცემულია მისი რამდენიმე ძირითადი ფუნქცია:

  • რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერის შესაძლებლობები: შესაძლებელია სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული დამოწმებების ვერიფიკაცია.

  • მონაცემთა სტრუქტურა: დამოწმებების შექმნისთვის გამოიყენება key-value წყვილები, რისი წყალობითაც შესაძლებელია მათი ადაპტაცია სხვადასხვა მონაცემთა ფორმატებთან.

  • კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციები: მონაცემები შეიძლება დაიშიფროს ან დაიმალოს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების გამოყენებით, რაც მომხმარებელს აძლევს ინფორმაციის დადასტურების შესაძლებლობას საწყისი მონაცემების გამჟღავნების გარეშე.

  • სამოტივაციო ჯილდოები დეველოპერებისთვის: ინოვაციის წახალისების მიზნით, Sign პროტოკოლის ინტეგრაციის სანაცვლოდ დეველოპერები იღებენ ფინანსურ ჯილდოებს და მხარდაჭერას.

  • მონაცემთა უსაფრთხოება: სარეზერვო მექანიზმები (მაგალითად Arweave საცავი) უზრუნველყოფს მონაცემთა დაკარგვის პრევენციას ბლოკჩეინ-ქსელის გაუმართაობის შემთხვევაში.

TokenTable

TokenTable-ის დანიშნულებაა ტოკენის განაწილების პროცესის გამარტივება. TokenTable გვთავაზობს ტოკენების განაწილების სხვადასხვა მოდელს, რომლებიც დაფუძნებულია სმარტ კონტრაქტების გამოყენებაზე:

  • Unlocker: სრულად ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენების განბლოკვის გრაფიკები.

  • მერკლის ხეებზე დაფუძნებული განაწილება: ტოკენების განაწილების ეფექტური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია მერკლის ხეებზე.

  • ხელმოწერაზე დაფუძნებული განაწილება: ტოკენების მოთხოვნის მარტივი და ეკონომიური მექანიზმები.

TokenTable-ის მეშვეობით, პროექტებს შეუძლიათ მართონ ტოკენის ვესტინგის გრაფიკები, განახორციელონ airdrop-ები და აკონტროლონ ტოკენების განბლოკვის პროცესი, რაც მოითხოვს მინიმალურ ჩართულობას. განაწილების მოდელების დიზაინი უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ეკონომიურობასა და ონ-ჩეინ ვერიფიკაციის შესაძლებლობას შორის. ასევე შესაძლებელია მათი მოდიფიკაცია პროექტის საჭიროებების შესაბამისად.

EthSign

EthSign წარმოადგენს ტრადიციული ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმების დეცენტრალიზებულ ალტერნატივას. ტრადიციული ონლაინ ხელმოწერის სერვისების გამოყენების ნაცვლად, კონტრაქტებზე და ხელშეკრულებებზე ხელმოწერა მომხმარებელს პირდაპირ ბლოკჩეინ-ქსელებზე შეუძლია.

SignPass

SignPass მომხმარებელს აძლევს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემების ბლოკჩეინზე რეგისტრაციის და ვერიფიკაციის შესაძლებლობას. ის რეალურ სამყაროში გამოყენებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს აკავშირებს დეცენტრალიზებულ მონაცემებთან, რაც მომხმარებელს ეხმარება საკუთარი სტატუსის ან კვალიფიკაციის დადასტურებაში, პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე.

დამოწმებების შექმნა და ვერიფიკაცია

Sign ეკოსისტემაში, დამოწმების პროცესში მონაწილეობს სამი მხარე:

  • დამმოწმებელი: მხარე, რომელიც წარადგენს განაცხადს, რომელიც ეხება მეორე მხარეს (მაგ., „ეს საფულე ეკუთვნის ელისს“).

  • სუბიექტი: მხარე, რომელსაც ეხება აღნიშნული დამოწმება.

  • ვერიფიკატორი: მხარე, რომელიც ადასტურებს, რომ დამოწმება ვალიდურია.

Sign პროტოკოლის გამოყენებით, დამმოწმებელი ახდენს ხელმოწერილი განაცხადის გენერირებას, რომელიც ეხება სუბიექტს. ამ დამოწმებების ვერიფიკაცია შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა მესამე მხარემ, რაც დამოკიდებულია წვდომის ნებართვებზე და კონფიდენციალურობის პარამეტრებზე.

SIGN ტოკენი

SIGN ტოკენი ეკოსისტემაში ასრულებს utility და governance ტოკენის ფუნქციებს:

  • მთლიანი მარაგი: 10 მილიარდი SIGN ტოკენი.

  • საწყისი ცირკულირებადი მარაგი: 1,2 მილიარდი SIGN (მთლიანი მარაგის 12%).

  • გამოყენების გზები: ტრანზაქციის საკომისიოების გადახდა, მმართველობის პროცესში მონაწილეობა, სტეიკინგის ჯილდოების მიღება და საზოგადოებისთვის ჯილდოების გაცემა.

Sign ტოკენის განაწილება ხდება airdrop-ების მეშვეობით. ის გაიცემა ადრეული ეტაპის მომხმარებლებზე და საზოგადოების წევრებზე, რომლებიც მონაწილეობენ დეცენტრალიზებული მფლობელობის მტკიცებულების სისტემის პოპულარიზაციაში.

SIGN და Binance HODLer Airdrop-ები

2025 წლის 25 აპრილს, Binance განაცხადა, რომ SIGN იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-16 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 15-დან 19 აპრილამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 200 მილიონი SIGN, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა SIGN-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Sign გვთავაზობს ვერიფიცირებადი განაცხადების შექმნის და ტოკენის უსაფრთხო განაწილების სისტემების შექმნის შესაძლებლობას. კონფიდენციალურობაზე და სხვადასხვა ბლოკჩეინებთან თავსებადობაზე ორიენტირებით, ის გვთავაზობს მოქნილ სისტემას, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მომხმარებლების, ასევე დეველოპერების და ორგანიზაციების საჭიროებებს. მისი მიზანია გაამარტივოს ციფრული მონაცემების ვერიფიკაციის პროცესი და უზრუნველყოს სენსიტიური ინფორმაციის დაცვა, რაც გააუმჯობესებს ციფრული სივრცის სანდოობას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.
OSZAR »